საქართველოში მიწისძვრა მოხდა

01 აპრ 2022

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 22:18 წუთზე ქალაქ დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.2 მაგნიტუდა იყო.