პოლონეთი მზადაა გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი

01 აპრ 2022

პოლონეთი მზადაა გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი - ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, თუ სერიოზულ გარანტიებზე იქნება საუბარი, რომელზეც შეერთებული შტატები და ევროპის სახელმწიფოებიც ჩაერთვებიან, ოფიციალური ვარშავა წინადადებაზე უარს არ იტყვის.