უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ონლაინ რეჟიმში განახლდა

01 აპრ 2022

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ­მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესი ონლაინ რეჟიმში წარიმართება.

„მოლაპარაკებები გაგრძელდება ონლაინ რეჟიმში, სამუშაო ჯგუფების ჩართულობით“,- აღნიშნა პოდოლიაკმა.