მიკოლაევის ადმინისტრაციულ შენობაზე ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა​

01 აპრ 2022

მიკოლაევის ადმინისტრაციულ შენობაზე ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. 

უკრაინის საგანგებო სიტუაციის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან 23 ცხედარი ამოიყვანეს, 1 ადამიანი რეანიმაციაში გარდაიცვალა. 

მათივე ინფორმაციით, ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

რუსმა სამხედროებმა 29 მარტს მიკოლაევის ადმინისტრაციული შენობა დაბომბეს. თავდასხმის შედეგად შენობის დიდი ნაწილი ჩამოინგრა. ნანგრევებს შორის ათობით თანამშრომელი მოყვა.