31 მარტის რეფერენდუმი 31 წლის წინ

31 მარ 2022

31 წლის წინ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ხმამაღლა და მტკიცედ განაცხადა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრება სურდა. ეს იყო უკანასკნელი რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ჩათვლით. ამ დოკუმენტით, საბჭოთა ოკუპაციის 70 წელი დასრულდა და საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას.