რუსეთის ჯარებმა დნეპროპეტროვსკში სამხედრო ობიექტზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს - არიან დაღუპულები

31 მარ 2022

რუსეთის ჯარებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში სამხედრო ობიექტზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათვე განმარტებით, რამდენიმე საათის წინ სამხედრო შენაერთზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურდა ადმინისტრაციული შენობა და საწვავის საცავი.

მისივე განცხადებით, ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ხუთი და საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.