უკრაინაში რუსეთის თავდასხმას 1 წლისა და 7 თვის ბავშვი ემსხვერპლა

31 მარ 2022

ლუგანსკის ქალაქ ლისიჩანსკში რუსეთის თავდასხმას 1 წლისა და 7 თვის ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.

​გაიდაი წერს, რომ ოჯახის საცხოვრებელ სახლს რუსი სამხედროების ნასროლი ჭურვი მოხვდა.

დაშავდნენ ბავშვის მშობლები და ძმა. 

ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, ექიმები აგრძელებენ ბრძოლას გარდაცვლილის ბავშვის ძმის გადასარჩენად.