უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს

31 მარ 2022

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის დავით გობეჯიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობს.  მისი ცხედარი ვარშავიდან თბილისში დღეს გამთენიისას ჩამოასვენეს.

დავით გობეჯიშვილი 4 დღის წინ ირპენთან სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა. ის მეოთხე ქართველი ჯარისკაცია, რომელიც უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიას შეეწირა.

დაღუპულ მებრძოლს კვირას ტყიბულში დაკრძალავენ.