ვიზიტი ბრიუსელში 

31 მარ 2022

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე   ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების და საქართველოს  ევროინტეგრაციის შესახებ ისაუბრეს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელში მიიღეს დასტური, რომ ევროკავშირი ცდილობს წევრობის განაცხადის ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში გაწეული მხარდაჭერისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შეტანილი პერსონალური წვლილისათვის,  მიგრაციის,  საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ყოფილ ევროკომისარს დიმიტრის ავრამოპულოსს საქართველოს პრეზიდენტის სახელით  ღირსების ორდენი გადასცა.