მიკოლაევის ადმინისტრაციულ შენობაზე ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა​

31 მარ 2022

მიკოლაევის ადმინისტრაციულ შენობაზე ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. 

უკრაინის საგანგებო სიტუაციის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან 15 ცხედარი ამოიყვანეს, 1 ადამიანი რეანიმაციაში გარდაიცვალა. 

მათივე ინფორმაციით, მთელი ღამისა და დღის განმავლობაში გაგრძელდება სამძებრო სამუშაოები, რომელიც  უკვე ორი დღეა მიმნდინარეობს.