სამი დღე შუალედურ არჩევნებამდე

30 მარ 2022

ბათუმში საკრებულოს შუალედურ არჩევნებამდე სამი დღე რჩება. 2 აპრილს გააკეთებენ  მეოთხე უბნის ამომრჩევლები არჩევანს ორ კანდიდატს შორის. ერთმანეთს ენმ-სა და ქართული ოცნების მაჟორიოტარ-დეპუტატობის მსურველები დაუპირისპირდებიან.

ცესკოს მონაცემებით, ბათუმის №4 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში  20 635 ამომრჩეველია რეგისტრირებული, რაც 497-ით მეტია 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში იმავე ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე.  

რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, არჩევნები საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.  გამოყენებული იქნება ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები.