პრეზიდენტის და პრემიერის ადმინისტრაციების განცხადებები და პოლიტიკური შეფასებები

30 მარ 2022

მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს ტყუილში ადანაშაულებს, რითაც ხელისუფლებამ სალომე ზურაბიშვილის განცხადება შეაფასა, რომელითაც ქვეყნის  მთავრსარდალმა განაცხადა, რომ  მან ბოლო ერთი წლის განმავლობაში 12-ვე ელჩის დანიშვნას ხელი მოაწერა.

„საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას, როცა ჩვენს ირგვლივ ბევრად უფრო საკვანძო საკითხები წყდება“ - წერია განცხადებაში.