უკრაინა 3.9 მილიონამდე ლტოლვილმა დატოვა - გაერო

29 მარ 2022

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, დღემდე 3.9 მილიონზე მეტმა პირმა დატოვა ქვეყანა.​ აქედან 1.8 მილიონზე მეტი ბავშვია.

ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ კი 6.5 მილიონს გადააჭარბა.

ორგანიზაციის შეფასებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისია.