ბათუმელმა კარატისტებმა სლოვაკეთში ორი ოქროს მედალი მოიპოვეს

29 მარ 2022

სლოვაკეთის დედაქალაქმა ბრატისლავამ კარატეში 42-ე საერთაშორისო ტურნირის უმასპინძლა.

შეჯიბრებაში 30 ქვეყნის 1980 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ტურნირზე 5 წარმომადგენელი ჰყავდა, ამათგან ორმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ოქროს მედლები პარა კარატეში ჯონი თოფურიამ, ხოლო +70 კილოგრამ წონით კატეგორიაში 14-15 წლის სპორტსმენს შორის ლუკა შანთაძემ მოიპოვა.

საუკეთესო ხუთეულში გავიდა საბა სურმანიძე და ნიკა გოგუაძე.

გიორგი მიქელაძე კი საუკეთესო ათეულს დასჯერდა.

ქართველი კარატისტები მაისში ბულგარეთში ევროპის ჩემპიონატზე გამოვლენ.