რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაივის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის შენობა დაბომბეს

29 მარ 2022

რუსმა დამპყრობლებმა დაბომბეს ნიკოლაევის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის შენობა. ამის შესახებ უკრაინული მედია მიკოლაივის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს.

„ნანგრევებს ვასუფთავებთ... ვერ დაგიმალავთ – სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში აღმოვჩნდით. დაანგრიეს, ჩემს კაბინეტში შევიდნენ. უმრავლესობა გამოვიდა, გადაარჩინა სასწაულმა, ახლა ნანგრევების ქვეშ ვეძებთ რვა მშვიდობიანი მოქალაქეს და 3 სამხედროს, რომელთა ამოყვანის იმედი გვაქვს"- აცხადებს ვიტალი კიმი.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად შენობის დიდი ნაწილი ჩამოინგრა. მათივე განმარტებით, მაშველებმა 9 დაშავებული შენობიდან გამოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.