ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით, 17 200 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა - უკრაინის გენშტაბი

29 მარ 2022

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 17 200 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ასეთია:

ტანკი — 597 ერთეული;

ჯავშანტექნიკა — 1 710 ერთეული;

საარტილერიო სისტემა — 303 ერთეული;

თვითმფრინავი — 127 ერთეული;

ვერტმფრენი — 129 ერთეული;

საავტომობილო ტექნიკა — 1 1178 ერთეული;

გემები/ნავები — 7 ერთეული;

უპილოტო საფრენი აპარატურა — 71 ერთეული.