მოგიწოდებთ მოხდეს Z სიმბოლოს კრიმინალიზება - დმიტრო კულება

29 მარ 2022

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ქვეყნებს მოუწოდებს, მოახდინოს Z სიმბოლოს კრიმინალიზება. 

"მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოახდინოს Z სიმბოლოს, როგორც რუსეთის ომის და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მხარდაჭერის კრიმინალიზება. Z ნიშნავს რუსეთის ომის დანაშაულებს, ჩვენს დაბომბილ ქალაქებს, ათასობით მოკლულ უკრაინელებს. ბარბაროსობის ღია მხარდაჭერა აკრძალული უნდა იყოს" - წერს დმიტრო კულება ტვიტერზე. 

გერმანიაში მოქალაქეები, რომლებიც "Z" სიმბოლოს გამოიყენებენ, შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

მსგავს ინიციატივაზე კიდევ რამდენიმე ქვეყანა მუშაობს.