ქართული ოცნება: „ენმ არჩევნებს აგებს და ეძებეს მიზეზებს კანდიდატურის ჩასახსნელად“

28 მარ 2022

,,ნაციონალურ მოძრაობას არჩევნები წაგებული აქვს და ახლა მიზეზს ეძებს, რომ მისი კანდიდატურა შუალედურ არჩევნებში მოხსნას“ - ასე ეხმაურება ''ქართული ოცნება'' ენმ-ს ბრალდებებს.

სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ ენმ ცრუობს და მანიპულირებს ციფრებით, რომლებიც რეალობას აცდენილია.

არადა, ენმ ირწმუნება, რომ საარჩევნო  სიებში  ამომრჩეველთა რაოდენობა ხელოვნურად გაზრდილია, რაც ოპოზიციისთვის, როგორც ამბობენ,  ნაცნობი სცენარია.