უკრაინაში 17 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა, განადგურებულია 1 694 საბრძოლო ჯავშანმანქანა - უკრაინის გენშტაბი

28 მარ 2022

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსული ჯარის ცოცხალი ძალის დანაკარგები 17 000-ს აღწევს.

უკრაინული მედია ქვეყნის გენშტაბზე დაყრდნობთ წერს, რომ საომარი მოქმედებების შედეგად განადგურებულია რუსული საარმიო ნაწილების 586 ტანკი, 1 694 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 302 საარტილერიო სისტემა, 95 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 54 საჰაერო თავდაცვის სისტემა.

ასევე განადგურებულია 123 სამხედრო თვითმფრინავი, 127 ვერტმფრენი და 66 ოპერატიული დონის უპილოტო საფრენი აპარატი.