ხვალიდან თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

27 მარ 2022

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბუდაპეშტში გაემგზავრა. 
ხვალ, 28 მარტიდან, უნგრეთის დედაქალაქი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და კონტინენტურ კონკურენციაში ათი ქართველიც ჩაებმება.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა:

57 კგ - ბექა ბუჯიაშვილი
61 კგ - თეიმურაზ ვანიშვილი
65 კგ - ბექა ლომთაძე
70 კგ - ზურაბ იაკობიშვილი
74 კგ - გიორგი სულავა
79 კგ - ვლადიმერ გამყრელიძე
86 კგ - ტარზან მაისურაძე
92 კგ - მირიან მაისურაძე
97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ - გენო პეტრიაშვილი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატე მთავარი მწვრთნელის გიორგი იანტბელიძის ხელმძღვანელობით გამოვა.