26 მარ 2022
ომის დაწყებიდან დღემდე არ წყდება უკრაინის მხარდამჭერი აქციები მსოფლიოს მასშტაბით. მოქალაქეები გმობენ პუტინის საომარ მოქმედებებს უკრაინაში. ისინი მას ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, უკრაინელებს კი სოლიდარობას უცხადებენ. ამასთან, მსოფლიო ლიდერებს უკრაინის ცის დაკეტვას სთხოვენ.