„დახურეთ უკარინის ცა!“ - უკრაინელების და ბელარუსების აქცია ბათუმში

26 მარ 2022

„დახურეთ უკარინის ცა!“, „აქ ბავშვებია!“ -  წარწერა ქვაფენილზე და სანთლები. უკრაინელი და ბელარუსი მოქალაქეები ბათუმში სხვადასხვა პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციის წევრებთან ერთად შეიკრიბნენ. მათი მთავარი მოთხოვნაა შეწყვიტოს რუსეთმა ომი, ნატომ კი უკრაინის ცა დახუროს.

ომიდან 1 თვეზე მეტი გავიდა, ასობით ბავშვი და მშვიდობიანი მოქალაქე უკრაინაში უკვე დაიღუპა. რუსი ჯარისკები ესვრიან საცხოვრებელ სახლებს და შენობებს, სადაც ბავშვები არიან.

ასფალტზე ბანერი წარწერით - „ბავშვები“ - სწორედ ამ სიმბოლური დატვირთვით გამოფინეს აქციის მონაწილეებმა. ამბობენ, რომ ბევრმა მოახერხა და თავი სხვა ქვეყანას შეაფარა, თუმცა იქიდან იბრძვიან მშვიდობისთვის.

უკრაინის მოქალაქეებმა ადგილობრივებთან ერთად აქამდეც არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.