უკრაინაში დღეს დაღუპული ქართველი მებრძოლი სოხუმიდან დევნილია

26 მარ 2022

უკრაინაში სამწუხაროდ კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა. ის სოხუმიდან დევნილი დავით გობეჯიშვილია.

ქართველი მებრძოლი უკრაინაში 4 დღის წინ ჩავიდა. ის ქალაქ ირპენთან შეტაკებების დროს მოკლეს.

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე საქართველოს 4 მოქალაქე დაიღუპა.