„წარმოიდგინეთ, რომ უკრაინა ხდება მარიუპოლი“ - პოლონეთის პრემიერის ემოციური მიმართვა ნატოს

26 მარ 2022

„წარმოიდგინეთ, რომ უკრაინა ხდება მარიუპოლი - დაბომბილი ქალაქი, რომლიდანაც ადამიანები იძულებული არიან გაიქცნენ“, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ნატო-ს იმ ქვეყნებს მოუწოდა, რომლებიც ჯერ კიდევ სკეპტიკურად არიან განწყობილები უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის იზრდება უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის მხარდამჭერთა რაოდენობა, თუმცა ისინიც ალიანსის საერთო მხარდაჭერას ელიან.