თბილისი–ბათუმი– თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა 

25 მარ 2022

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა თბილისი–ბათუმი– თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

რეისები 26, 27 და 28 მარტს შესრულდება. 

ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. 

​მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 07:00 საათზე გავა, ბათუმიდან კი რეისი 14:10 წუთზე შესრულდება.