აჭარაში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

25 მარ 2022

აჭარაში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, რეგიონი მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 53 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაშია 27.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 590 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 255 შემთხვევა, აჭარა - 28, იმერეთი - 81, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 34, გურია - 60, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 46, კახეთი - 39, მცხეთა-მთიანეთი -10, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 16 889.