გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა მხარემ მოიგერია მტრის 9 შეტევა, რუსულმა მხარემ დაკარგა 200-ზე მეტი სამხედრო - უკრაინის გენშტაბი

25 მარ 2022

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა მტრის ცხრა შეტევა მოიგერიეს.

მათივე ცნობით, ომის 30-ე დღეს უკრაინელი ხალხი თავდასხმას გმირულ წინააღმდეგობას უწევს და ბოლო 24 საათში 200 დამპყრობელი გაანეიტრალეს.

„გასული დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის 9 შეტევა, გაანადგურეს 12 ტანკი, 20-მდე ერთეული ჯავშანტექნიკა და 9 საარტილერიო სისტემა. მტერმა დაკარგა 200-ზე მეტი სამხედრო. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს 2 თვითმფრინავი და 2 უპილოტო საფრენი აპარატი,” - ნათქვამია განცხადებაში.