მსოფლიო ჩემპიონატის მოკლე პროგრამაში მორის ყვითელაშვილმა მეშვიდე ადგილი დაიკავა

24 მარ 2022

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა ვაჟთა შორის მოკლე პროგრამაში მეშვიდე ადგილი დაიკავა.

27 წლის ყვითელაშვილმა მსაჯებისგან 92.61 ქულა დაიმსახურა და ფინალში გადავიდა. მოკლე პროგრამის ლიდერი იაპონელი შომა უნოარომელამაც 109.63 ქულა მიიღო.

კაცების ფინალი 26 მარტს შედგება და მასში მონაწილეობას 24 საუკეთესო მოციგურავე მიიღებს. მორის ყვითელაშვილი ბოლოსწინა ჯგუფში გამოვა.

მედლის მოპოვების ისტორიული შანსი აქვს ქართულ დუეტს კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას შემადგენლობით.

საფინა-ბერულავას წყვილმა მოკლე პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა და ფინალისთვის ემზადებიან.