ქართველმა მოკრივეებმა ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვეს

24 მარ 2022

ხორვატიაში 22 წლამდე მოკრივეთა შორის  გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 5 მედალით დაასრულა.

ოქროს  მედალი და ჩემპიონის ტიტული  48 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა კუბლაშვილმა მოიპოვა.

ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს  დასჯერდა 51 კგ.ში ლექსო ხასაია.

ბრინჯაოს მედლები  ბათუმელმა ლუკა მაჭუტაძემ 80 კგ.ში, ლაშა გაგნიძემ 63,5 კგ.ში და გოგონათა კატეგორიაში ელენე ლოლაძე დაისაკუთრეს.