კომპანია „ენკამ“ საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა

24 მარ 2022

კომპანია „ენკამ“ მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა – ამის შესახებ ENKA Insaat-ის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ფინანსურ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე განმარტებით, საქართველოს სახელმწიფოსა და „ენკა რინიუებლზს“ შორის „ნამახვაჰნესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული საინვესტიციო ხელშეკრულება ოფიციალურად არის გაწყვეტილი.

ფინანსურ ანგარიშში მითითებულია, რომ კომპანიამ „ნამახვანჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის გაწეული ინვესტიცია და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა 40.4 მილიონი დოლარის ოდენობით ჩამოწერა.