შეხვედრა დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან

24 მარ 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს დევიდ კატლერს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობას, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და შედეგად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების მდგომარეობას.