კიევში, ოკუპანტების იერიშს "The Insider"-ის ჟურნალისტი ემსხვერპლა

23 მარ 2022

კიევში, რუსი ოკუპანტების იერიშს გამოცემა "The Insider"-ის ჟურნალისტი, ოქსანა ბაულინა ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად გამოცემა ავრცელებს

მათივე განცხადებით, ჟურნალისტი უკრაინის დედაქალაქში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

არსებული ინფორმაციით, მასთან ერთად დაღუპულია კიდევ სამი პირი.