ლუგანსკის ოლქში საცხოვრებელი კორპუსები დაიბომბა - არიან დაღუპულები

23 მარ 2022

ლუგანსკის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, რუბიჟნიში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად მაშველებმა 3 გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს.

ასევე მტრის მიერ ნასროლი ჭურვი მოხვდა სკოლას, ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე კერძო სახლს. დაზიანებულია გაზსადენიც.

ლისიჩანკში საჰაერო თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.