აჭარაში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა დადასტურდა 

23 მარ 2022

23 მარტის მდგომარეობით, აჭარაში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 22 810 საიდანაც, 738 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 53.

რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 27 პაციენტი. 

22 072 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.