სალომე ზურაბიშვილი ჟოზეფ ბორელს ესაუბრა - საკითხებს შორის შავი ზღვის უსაფრთხოებაც იყო

22 მარ 2022

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს ესაუბრა, - ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ვესაუბრე ჟოზეფ ბორელს, ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციისა და უსაფრთხოების შესახებ, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ.

მადლობელი ვარ ვიცე-პრეზიდენტ ბორელის მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ," - წერს სალომე ზურაბიშვილი.