ობოლონსკის რაიონის დაბომბვის შედეგად ორი შენობა დაიწვა, არის მსხვერპლი

22 მარ 2022

კიევის ობოლონსკის რაიონის დაბომბვის შედეგად, სატვირთო მანქანა და ორი შენობა დაიწვა, - ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს,

მედიის ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი, სამი კი მძიმედაა დაშავებული.

შემთხვევის ადგილას სახანძრო და სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ხანძარი ლიკვიდირებულია.

დაშავებულების დაკავშირებით ინფორმაცია ზუსტდება.