უკრაინაში დარუპულების ხსოვნას პატივი ბათუმში მიაგეს

22 მარ 2022

ევროპის მოედანზე მდუმარე აქცია გაიმართა. ამ ფორმით მოქალაქეებმა  პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპული მებრძოლების, ქალებისა და ბავშვების ხსოვნას. შეკრებილებმა დაღუპული მებრძოლების ფოტოები გამოფინეს და სანთლები დაანთეს.  აქციას  რუსეთის, უკრაინის და ბელორუსიის მოქალაქეებიც შეურთდნენ და კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის ოკუპაცია უკრაინაში.