ე.წ. დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე მყოფ თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ

22 მარ 2022

ე.წ დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე მყოფი თანამშრომლები თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

ღიბრაძის თქმით, ასევე უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე ბრუნდებიან.