სუმის ქიმიურ ქარხანაში ამიაკის გაჟონვა მოხდა - უკრაინული მედია

21 მარ 2022

„სუმიხიმპრომის“ ქიმიური მრეწველობის ქარხანაში ამიაკის გაჟონვა მოხდა, - ამის შესახებ სუმის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ჟივიცკიმ განაცხადა.

"დაზარალებული ტერიტორია ამჟამად დაახლოებით 2,5 კმ-ია. ქარის მიმართულებიდან გამომდინარე, სოფელ ნოვოსელიცას საფრთხე ემუქრებოდა.

ახლა ადგილზე ქარხნის სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური მუშაობენ.

სუმის საფრთხე ჯერ არ არსებობს: ქარის მიმართულებიდან გამომდინარე"- აცხადებს ჟივიცკი.