უკრაინის გმირობამ საბჭოთა ნოსტალგია დაამარცხა - რეპორტაჟი

20 მარ 2022

საბჭოთა სიმბოლიკები ბათუმში ჯერ კიდევ შეგხვდებათ. ის განსაკუთრებით შესამჩნევია ხალხმრავალ და ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებში. ეს შეიძლება იყო სტალინის გამოსახულება, ან ნამგალი და ურო.

საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას და პროპაგანდას თავისუფლების ქარტია კრძალავს. კანონი  ქვეყანამ 2011 წელს მიიღო, თუმცა დღემდე სრულად არ აღსრულებულა.