უკრაინელი ხალხის მშვიდობისთვის საქართველოს ტაძრებში სამშვიდობო პარაკლისი ჩატარდა

20 მარ 2022

უკრაინელი ხალხის მშვიდობისთვის დღეს საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სამშვიდობო პარაკლისი ჩატარდა.

ასევე, უკრაინაში გარდაცვლილი ადამიანებისთვის სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაიხადეს.

სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა.