“როცა უკრაინაში ბავშვებს ხოცავენ, დუმილი დანაშაულია” - აქცია-პერფორმანსი პარლამენტთან

19 მარ 2022

პარლამენტთან პლატფორმა “ქართველი ახალგაზრდები უკრაინისთვის” აქცია-პერფორმანსს მართავს. აქციის სლოგანია - “როცა უკრაინაში ბავშვებს ხოცავენ, დუმილი დანაშაულია”.

პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ სათამაშოები დააწყეს და უკრაინისა და საქართველოს დროშები გაშალეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, სათამაშოებს შეაგროვებენ და უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების სახით გაგზავნიან.