პარლამენტი ზელენსკის ვიდეო-ჩართვის ინიციატივაზე 

18 მარ 2022

ოპოზიციის ნაწილი ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში ჩართვას ითხოვს, რა დროსაც ოპონენტებს „ქართული ოცნება“ ახსენებს, რომ უკრაინას საქართველოდან ელჩი ჰყავს გაწვეული.

„ნაციონალურ მოძრაობას“ კი ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს, ჰიბრიდული ომისთვის და მათივე თქმით, ბინძური კამპანიისთვის, რასაც აწარმოებდნენ.