ლვოვში თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა დაბომბეს - უკრაინული მედია

18 მარ 2022

ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის განცხადებით, 18 მარტის დილით ოკუპანტებმა ლვოვზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. 

ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის განცხადებით, შავი ზღვიდან 6 რაკეტა ისროლეს, რომლისგანაც 2 მოხვდა ლვოვის სახელმწიფო თვითმფრინავების სარემონტო ქარხანას, 2 კი ჩამოაგდეს.

აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავებულია 1 ადამიანი. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ოდესის ოლქის მიმართულებით ზღვიდან საკრუიზო რაკეტა გაისროლა, რომელიც უკრაინის საზენიტო სარაკეტო სისტემამ ჩამოაგდო.