აჭარაში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დადასტურდა 

18 მარ 2022

18 მარტის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 28 970 საიდანაც, 920 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 69. რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 35 პაციენტი.

28 050 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.