კიევის ჩრდილოეთით ოკუპანტებმა დასახლება დაბომბეს, დაიღუპა 2 წლის ბავშვი, არიან დაჭრილებიც

17 მარ 2022

კიევის ოლქში, ნოვიე პეტრივციზე ოკუპანტებმა დასახლებულ პუნტქში ცეცხლი გახსნეს, რასაც 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, არიან დაჭრილები, 4-მა ადამიანმა მრავლობითი დაზიანება მიიღო.

"17 მარტს ოკუპანტები მძიმე არტილერიიდან ესროდნენ საცხოვრებელ კორპუსებს ვიშგოროდის რაიონში. დაბომბვის შედეგად დაინგრა მაღალსართულიანი შენობა, დაზიანდა მეზობელი საცხოვრებელი კორპუსები", - აცხადებენ პოლიციაში.