საქართველოს თასის გათამაშების შეხვედრაში ''ბათუმმა'' კაქტუსი'' დაამარცხა

17 მარ 2022

კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშების შეხვედრაში ბათუმმა საკუთარ დარბაზში კაკტუსს უმასპინძლა და 87 : 82 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი ბათუმელთა სრული უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე პერიოდში სტუმრები გააქტიურდნენ და სხვაობა ანგარიშში საგრძნობლად შეამცირეს.

გადამწყვეტი მატჩის ბოლო წუთები აღმოჩნდა. ბათუმს 19 ქულით და 5 შედეგიანი გადაცემით კაილი რიდლიმ ულიდერა, 9 მოხსნა სოსო გონგაძის ანგარიშზეა.

საბოლოოდ  მასპინძლებმა მეტოქე 5 ქულის სხვაობით  87 : 82 დაამარცხეს. საქართველოს თასის ნახევარფინალში ბათუმის მეტოქე თბილისის მეგა იქნება.