რუსებმა ხარკოვის მახლობლად საცხოვრებელი ფართები დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

17 მარ 2022

რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ დერგაჩისა და სოფელ სლატინოს დაბომბვის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"დაიბომბა სოფელ სლატინოს საცხოვრებელი ტერიტორია. დაიღუპა ორი ადგილობრივი, 5 კი დაშავდა.

დერგაჩის დაბომბვის  შედეგადაც რამდენიმე კერძო სახლი განადგურდა"- განაცხადა დერგაჩის ტერიტორიული თემის ხელმძღვანელმა.