გერმანიის უმსხვილესი ენერგოკონცერნი რუსული გაზის შესყიდვას წყვეტს

16 მარ 2022

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო გერმანიის უმსხვილესი ენერგოკონცერნი, E.ON რუსული გაზის შესყიდვას წყვეტს.

"ჩვენ ვყიდულობთ ჩვენს გაზს ევროპის საბითუმო ბაზრებზე. E.ON-ს არ აქვს გრძელვადიანი მიწოდების კონტრაქტები უშუალოდ მწარმოებლებთან. თუმცა, მცირე რაოდენობით ბუნებრივი აირი ჩვენს პორტფელში იყო შეძენილი გაზპრომის ევროპული სავაჭრო კომპანიებისგან.

უკრაინის ომის გამო, ჩვენ შევწყვიტეთ ახალი მოცულობის შესყიდვა ამ კომპანიებისგან. რუსული ბაზარი ჩვენს სამიზნე რეგიონებს შორის არ არის", - განაცხადა E.ON-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლეონჰარდ ბირნბაუმმა.