ენმ-ის საკანონმდებლო ინიციატივა

16 მარ 2022

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივას არეგისტრირებს, რომელიც რუსეთის რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ქვეყნის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას უკრძალავს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 200-მდე კომპანია რუსეთშია დარეგისტრირებული და საქართველოში ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას.